• საქართველო / ბათუმი / შ. ხიმშიაშვილის N80
  • +995 558 88 17 17 | +995 514 89 17 17 | +79998601717
  • info@rum.ge
  • Live Camera
 

ინფორმაცია არარეზიდენტებისთვის

მთავარი ინფორმაცია არარეზიდენტებისთვის



 

ინფორმაცია უცხოეთის მოქალაქეებისათვის (არარეზიდენტებისათვის)
უცხო ქვეყნის მოქალაქეს (არარეზიდენტს)აქვს უფლება შეიძინოს და ფლობდეს უძრავ ქონებას საქართველოში. აღნიშნული უფლება რეგულირდება კანონმდებლობით. 
უცხოეთის მოქალაქეების  (არარეზიდენტების) მიერ საქართველოში შეძენილი უძრავი ქონების გასხვისების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეს აქვს უფლება გაასხვისოს ან მემკვიდრეობით გადასცეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.


პროცედურები უცხოეთის მოქალაქისთვის შპს რუმში  ბინის შესაძენად

საცხოვრებელ კომპლექსში შესაძენი ბინის შერჩევის შემდეგ,  მყიდველი შპს რუმის  გაყიდვების დეპარტამენტს აწვდის მის პირად ინფორმაციას (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტა და პირადობის მოწმობის  ასლი). 

- გაყიდვების დეპარტამენტი ამზადებს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებას და უგზავნის კლიენტს.
 
- მხარეები თანხმდებიან წინარე ხელშეკრულების დადების თარიღზე. ხელშეკრულების ხელმოწერა მყიდველს თავად, ან ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით შეუძლია (ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ბინის შესაძენად საჭიროა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობა, ნდობით აღჭურვილი პირის პირადობის მოწმობის ასლი და მინდობილობის გამფორმებელი ნოტარიუსის საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, E-MAIL). რეგისტრაციის წინ საჯარო რეესტრის თანამშრომლებლებს უნდა ქონდეთ საშუალება დაუკავშირდენ ნოტარიუსს და გადაამოწმონ საბუთის უტყუარობა).
 
- გამყიდველის და მყიდველის/მისი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაცია.
 
- მყიდველის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით გამყიდველისთვის თანხის გადახდა.
 
- მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების გაფორმება გამყიდველს და მყიდველს შორის. 
 
- ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 ხელშეკრულების ენა

- ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება 2 ენაზე - ქართულად და ინგლისურად/ თურქულად/რუსულად.      ხელშეკრულების ქართულენოვან  და  ინგლისურენოვან/თურქულენოვან/რუსულენოვან          ეგზემპლარებს  შორის  შეუსაბამობის შემთხვევაში, „ხელშეკრულების" ქართულენოვან ეგზემპლარს ენიჭება უპირატესობა. ხელშეკრულების ინდენტურობაში პასუხისმგებელი თარჯიმნის მონაცემები ინახება საჯარო რეესტრში ხელშეკრულებასთან ერთად.

გადასახადები და გადასახდელები სახცოვრებლი ბინის შეძენის შემდეგ

- საცხოვრებელი ბინის  შეძენის შემდეგ, უცხოეთის მოქალაქე (არარეზიდენტი) ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული „მომსახურების გადასახადი" (არსებობის შემთხვევაში).